ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს რომ სირია მზადა თავისი წვლილი შეიტანოს ჰეზბოლას განიარაღებაში.


ეს განცხადება ანანმა დამასკოში დღეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით სირიის ლიდერი შეჰპირდა მას ყველა საჭირო ზომის გატარებას რათა პრაქტიკულად განხორციელდეს გაეროს რეზოლუცია ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციაში მოითხოვენ აუცილებელი ზომების გატარებას რათა არალეგალური გზებით არ მოხდეს ლიბანის ტერიტორიაზე იარაღის შეტანა.

არსებობს მოსაზრება რომ სირია ლიბანში ჰეზბოლას საიდუმლოდ აწვდის ირანულ იარაღს.

კოფი ანანთან მოლაპარაკების შემდეგ სირიის საგაეროს საქმეთა მინსიტრმა მოითხოვა ისრაელის ძალების ლიბანის სამხრეთიდან გაყვანა და ლიბანის მიმართ ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის მოხსნა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლაზე.

ისრაელის თავის მხრივ აცხადებს რომ არ აპირებს ბლკადის მოხსნას სანამ პრაქტიკულად არ გატარდება გაეროს რეზოლუცია და არ გაათავისუფლებენ ისრაელის ორ ჯარისკაცს რომლებიც ივლისში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG