ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დახმარება აღუთქვა ჰეზბოლას გმირულ ბრძოლაში ისრაელის ველური აგრესიის წინააღმდეგ.
თეირანში ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას აიათოლა ხამენეიმ დაგმო ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ისრაელის მოკავშირე ამ ომში.
ირანის ბელადმა ყველა მუსულმანს ისრაელისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
აიათოლა ხამენეიმ მკაცრად გააკრიტიკა გაერო მისი უსულგულო და გულგრილი პოზიციის გამო ქანაში მომხდარი საშინელი მკვლელობის მიმართ, როდესაც ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ირანის ლიდერმა ისრაელისა და მისი თანამზრახველების, შეერთებული შტატების და ბრიტანეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
აიათოლა ხამენეის განცხადებით მუსულმანი ახალგაზრდობის ვალია წინააღმდეგობა გაუწიოს გააფთრებული სიონიზმის და სატანის შემოტევას.