კუბელები ფიდელ კასტროს ჯანმრთელობის დგომარეობით არიან შეშფოთებულნი რომელიც
მძიმედ არის ავად. სახელმწიფო ძალაუფლება მან დროებით თავის უმცროს ძმას რაულ კასტროს გადაულოცა.
კუბის ხელისუფლების წარმომადგენელის განცხადებით ფიდელ კასტროს მუცლის ღრუში დაეწყო სისხლდენა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. კუბის რევოლუციის ლიდერის გამოჯანმრთელებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
მანამდე პრეზიდენტის და კუბის კომუნისტური პარტიის ლიდერის ფუნქციებს რაულ კასტრო შეითავსებს.
ფიდელ კასტრო თითქმის 50 წელია კუბის ხელისუფლების სათავეში იმყოფება და ამ ხნის მანძილზე პირველად მოუწია ძალაუფლების დათმობა. ამ ამბავმა დიდი სიხარული და ცეკვა-თამაში გამოიწვია კუბელ ემიგრანტთა შორის რომლებიც მაიამიში ცხოვრობენ.
აგვისტოში ფიდელ კასტრო 80 წლის გახდება. ამ ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ რომ იგი პარკინსონით არის დაავადებული.