ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები შეშფოთებულები არიან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციით


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაკი ისრაელსა და ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეტყვეტისკენ მოუწოდებს, და ასევე პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

მოთაკიმ ეს განცხადებებბი დამასკოში სირიის ვიცე პრეზიდნე ფარუკ ალ შარაასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ირანი და სირია, როგორც ცნობილია, ჰეზბოლას უმთავრესი მხარდამჭერები არიან.

ამ ფონზე, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი დომინიკ დე ვილეპინი დღეს ბეირუთში ჩადის და ლიბანელ კოლეგას-ფაუად სინიორას ხვდება. ბატონმა დე ვილეპინმა ლიბანის მთავრობისადმი მხარდაჭერა გამოხატა. საფრანგეთს, როგორც ცნობილია, ტრადიციულად, მჭიდრო ურთიერთობები აქვს ლიბანთან. დღეს, უფრო ადრე, სანკტ პეტერბურგში მიმდინარე დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მიისტრმა ტონი ბლერმა მხარეებს ისრაელისა და ლიბანის საზღვრის გასწვრივ საერთაშორისო ჯარების დისლოცირების შესახებ მოუწოდა. ისრაელის განცხადებით, ჯერ ნაადრევია ამ ძალთა დისლოცირების საკითხის განხილვა.

XS
SM
MD
LG