ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ


დღეს ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
დღეს ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ოთხი ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დღეს 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელმა მამებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას დიდი ბრიტანეთისაგან.

“მოგეხსენებათ დღეს ოთხი ივლისია, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. 1776-1778 წლები, ბენჯამენ ფრანკლინი, ეს არაჩვეულებრივი ისტორიული წარსული... მაგრამ მთავარი ისაა, თუ რაშედეგი გამოიღო ყველაფერმა ამან 200 წლის შემდეგ. და მართლაც, დღეს არის უმშვენიერესი დღე მთელს ამერიკაში: ფეირვერკები, ჩვენი დროშები და ერთიანობა”- ამბობს დომინიკ ნიკოლა.

ამ დღეს ბევრი ამერიკელი ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აწყობს პიკნიკებსა და წვეულებებს, მთელი ამერიკის მასშტაბით იმართება აღლუმები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღესასწაულის მთავარი მომენტი სწორედ შებინდებისას დგება.

-“დიახ, მივდივარ ფეირვერკების სანახავად” - თქვა ჰეზერ ქეისი.

არიან ისეთი ამერიკელებიც, რომლებიც განზრახ არ იღებენ მონაწილებას არანაირ პიკნიკებსა თუ აღლუმებში.

-“ ჩვენ ვცდილობთ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ეს ეროვნული დღესასწაულები არა მხოლოდ მწვადების წვასა და დროის ტარებას ნიშნავს, არამედ მას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვა” - გვითხრა იკბეკ ტაფიმ.

XS
SM
MD
LG