ბაღდადის ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დღესვე ქალაქ კირკუკში ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამერიკელი სამხედროები ტერორისტთა ლიდერის აბუ მუსაბ ალ-ზარქავის მკვლელობის შემდეგ განაგრძობენ წარმატებულ რეიდებს ერაყში ალ-ყაიდას ამოძირკვის მიზნით. გენერალ-მაიორ უილიამ ქოლდველის განცხადებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა 40 ასეთი რეიდი განახორციელეს ზარქვის ბინაში აღმოჩენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.