ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარმ ელ-შეიხში მაჰმუდ აბასი ისრაელის ლიდერების ხვდება


პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი ეგვიპტეში ისრაელელ მაღალჩინოსნებს შეხვდა. მარტში, პალესტინის ავტონომიის მთავრობაში ჰამასის წევრების მოსვლის შემდეგ, ეს არის პირველი შეხვედრა პალესტინისა და ისრაელის მხარეებს შორის.

აბასი, ეგვიპტის შარმ ელ-შეიხში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს, დღეს უკვე შეხვდა ისრაელის ვიცე პრემიერ მინისტრს შიმონ პერესს და საგარეო საქმეთა მინისტრს წიფი ლივნის.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბას მან პირობა მისცა, რომ ისრაელი პალესტინელ ხალხს არ დასჯის ჰამასის მთავრობის არჩევისათვის. ქალბატონმა ლივნიმ აქვე დასძინა, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს 11 მილიონი დოლარი დააბრუნოს, -თანხა, რომელიც პალესტინელებს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში არსებული ფინანსური კრიზისის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ დაუქვითა.

თანხის გადახდის შესახებ, ისრაელის მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს თანხა პალესტინური საავადმყოფოებისთვის მედიკამენტების შესყიდვას მოხმარდება.

XS
SM
MD
LG