კომპანია “მეტამ” განაცხადა, რომ შეცდომაში შემყვანი ტაქტიკის გამოყენებისა და მოსკოვის პროპაგანდის ხელშეწყობისთვის რუსულ სახელმწიფო მედია ორგანიზაციას სოციალურ და მედია პლატფორმებზე აკრძალავს. ამ განცხადებამ კრემლის კრიტიკა გამოიწვია.
კომპანია “მეტა”, რომელიც "ფეისბუქს", WhatsApp-სა და Instagram-ს ფლობს, ამბობს, რომ ამ ნაბიჯს რამდენიმე დღეში გადადგამს იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომ გააძლიეროს რუსეთის ფარული, მავნე გავლენის ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლა.
“განხილვების შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე საქმიანობა რუსეთის სახელმწიფო მედიების წინააღმდეგ: უცხოეთში ჩარევის ოპერაციებისთვის “Russia Today”, RT და სხვა დაკავშირებული არხები ჩვენი აპლიკაციებიდან გლობალურად აიკრძალება,” - ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ “მეტა” ამ სელექციური ქმედებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს.