ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ოპერაცია ჩაატარა


ისრაელის ძალებმა, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინსა და ტულკარმზე, შვეულმფრენებისა და დრონების გამოყენებით, რეიდები მოაწყვეს. პალესტინელთა ლიდერების განცხადებით, შედეგად, სულ მცირე, 9 პალესტინელი დაიღუპა.

თავდასხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო დასავლეთ სანაპიროზე ბოლო თვეების განმავლობაში, წინ უსწრებდა ამ მხარეში მცირე დარბევათა სერია. ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის ძალები ცდილობდა გაენადგურებინა პალესტინელი გასამხედროებული მებრძოლების ჯგუფები.

ისრაელის ძალები ღაზაში „ჰამასის“ მებრძოლებს ებრძვის და სამხრეთ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ მოძრაობასთან დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის წინაშე დგას.

„ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადისა“ და „ფათას“ შეიარაღებულმა ფრთებმა ცალკე განცხადებებში განაცხადეს, რომ მათმა მებრძოლებმა ბომბი ააფეთქეს ისრაელის სამხედრო მანქანების წინააღმდეგ დასავლეთ სანაპიროს სამ რაიონში.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ანცხადებით, ჯარებმა ალყა შემოარტყა ჯენინის მთავარ ჰოსპიტალს და მასზე წვდომა დაბლოკეს. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა მებრძოლების მიერ, თავშესაფრის პოვნის პრევენციას.

ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ოთხშაბათის ოპერაცია, ბოლო თვეების განმავლობაში, მებრძოლების აქტივობის ზრდას მოჰყვა. მისი განცხადებით, გასული წლის განმავლობაში, ამ ქალქებიდან 150-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. ”ეს ტერორისტული საფრთხე ამ მხარეში ახალი არ არის, ის არ დაწყებულა გუშინ და არ დასრულდება ხვალ,” - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პოლკოვნიკმა ნადავ შოშანმა ბრიფინგზე.

მანამდე, სამხედროებმა გამოაქვეყნეს ხუთი პალესტინელის გვარი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც მებრძოლები, რომლებიც ორშაბათს მოკლეს ტულკარმში. ორ მათგანზე, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი წევრი იყო, სამზე კი „ისლამურმა ჯიჰადმა“.

XS
SM
MD
LG