ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის განცხადებით, მათ 24 რუსული დრონი ჩამოაგდეს


უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, მათ რუსეთის მიერ უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები (უპილოტო საფრენი აპარატები) ჩამოაგდეს დნიპროპეტროვსკის, ხარკივის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავას, სუმისა და ვინიცის რეგიონებში.

დნიპროპეტროვსკის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა და დააზიანდა როგორც სახლები, ასევე ფერმის შენობა-ნაგებობები. ხარკივის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათთან დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში კი, ხარკივის საზღვართან, ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინის თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, ქალაქ შებეკინოში.

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე განაცხადა „ტელეგრამზე“, რომ უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხა სოფელ ილეკ-პენკოვკას, ცეცხლი წაუკიდეს ორ სახლს და დააზიანეს კიდევ ერთი შენობა.

XS
SM
MD
LG