ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰეზბოლა“ ადასტურებს, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად მისი უმაღლესი მეთაური დაიღუპა


ჰეზბოლამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ უფროსი მეთაური ფუად შუკრი, ლიბანის დედაქალაქის გარეუბანში, ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლეს. ეს დაჯგუფების ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც ათი თვის განმავლობაში ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს დაიღუპა.

ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, „ჰეზბოლას“ დასაყრდენზე, ისრაელმა დარტყმა სამშაბათს განახორციელა. ისრაელის არმიამ სამშაბათს გვიან განაცხადა, რომ მოკლა შუკრი, რომელიც მან ჰეზბოლას ყველაზე მაღალჩინოსან მეთაურად დაასახელა და რომელსაც ბრალი დასდო 27 ივლისს თავდასხმაში, რომლის შედეგადაც ათობით მოზარდი დაიღუპა, ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე.

ირანის მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართულობა უარყო.

ბეირუთზე განხორციელებული ისრაელის დარტყმა, რამდენიმე საათით უსწრებდა წინ, ირანში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობას.

ამ მოვლენებმა, უფრო ფართო რეგიონული კონლფლიქტის შესახებ შიშები კიდევ უფრო გააძლიერა.

XS
SM
MD
LG