ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ამბობს, რომ სომხეთთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს


ევროკავშირმა ორშაბათს განაცხადა, რომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის დაწყება გადაწყვიტა. ტრადიციულად რუსეთის მოკავშირე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამას ევროპულ ბლოკთან კავშირის „ნიშანსვეტი“ უწოდა.

ევროსაბჭომ თავის ვებგვერდზე თქვა, რომ ბლოკმა ერევანთან ვიზებზე მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა. ამასთან ერთად, სომხეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ბოლო თვეებში, წარსულში თავის მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებასთან ერთად, რომელსაც სომეხი ოფიციალური პირები ბრალს სდებენ, რომ მეზობელი აზერბაიჯანისგან არ დაიცვა, სომხეთი დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას ჩქარობდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თავის განცხადებაში თქვა: „ეს, სომხეთსა და ევროკავშირს შორის, საერთო ღირებულებებსა პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია.“

ვიზალიბერალიზაცია სომხეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში, ვიზის გარეშე, ხანმოკლე ვიზიტები ჰქონდეთ. ასეთი სავიზო რეჟიმი ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს აქვს.

ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როდესაც სომხეთი გარკვეულ „სტანდარტებს“ დააკმაყოფილებს. სომხურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს

XS
SM
MD
LG