ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმ დროს, როდესაც აშშ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ისრაელი ღაზაში სამხედრო შეტევას აძლიერებს


ოთხშაბათს ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ცენტრალურ ღაზაში ახალი სამხედრო კამპანიის შესახებ გამოაცხადა. პალესტინელმა მედიკოსებმა თქვეს, რომ აშშ-ის და ყატარის შუამავლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინ, საჰაერო თავდასხმებმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა.

„ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ანკლავის ტერიტორიაზე ისრაელის ძალებთან შეტაკებები ჰქონდათ და ისინი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ჭურვებს ესროდნენ. იმ დროს, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე წნეხი გრძელდება, ორივე მხარე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.ანკლავის ჯანდაცვის მესვეურებმა გამოაცხადეს, რომ სამშაბათის შემდეგ, ცენტრალურ ღაზაში ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად, სულ ცოტა 44 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავები ცენტრალურ ღაზაში „ჰამასის“ სამიზნეებს ურტყამდნენ. იმავდროულად, ალ-ბურეიჯის ტერიტორიაზე, რომელიც ღაზაში ლტოლვილთა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, სახმელეთო ძალები, „დაზვერვის მითითებით, მიზანმიმართულად მოქმედებდა“.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადმინისტრაცია ყატარელი შუამავლების მეშვეობით „ჰამასისგან“ ელოდა პასუხს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს გააჟღერა.

„ჰამასის“ პრესმდივანმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არანაირ შეთანხმებას არ მიიღებს, თუ ისრაელი არ იკისრებს “ნათელ“ ვალდებულებას მუდმივ ცეცხლის შეწყვეტაზე და ღაზიდან სრულად გასვლაზე. ისრაელი აცხადებს, რომ ამას ვერ გააკეთებს, სანამ „ჰამასს“ არ მოსპობს.

XS
SM
MD
LG