ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა რაფაზე ისრაელის თავდასხმას გმობს


სამშაბათს სამხრეთ აფრიკამ დაგმო ისრაელის თავდასხმა რაფაში არსებულ კარვების ბანაკზე. ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად არსებულმა პირობებმა დაასაბუთა გენოციდის თაობაზე სამხრეთ აფრიკის საქმე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ მსოფლიო სასამართლოში შეიტანა.

გასულ კვირაში საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს სამხრეთ აფრიკის თხოვნას, ისრაელისთვის რაფაში შეტევის შეჩერების ორდერის გაცემის შესახებ.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების და თანამშრომლობის დეპარტამენტმა სამშაბათს განაცხადა: „უნდა დავსვათ კითხვა, თუ საერთაშორისო საზოგადოება რამდენ ხანს გააგრძელებს მთელი მოსახლეობის განადგურების ყურებას, სანამ მსოფლიო შეძლებს გაერთიანებას, რათა ამ სასტიკი და გამუდმებული თავდასხმების წინააღმდეგ გადაუდებლად იმოქმედოს".

ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელმა 7 ოქტომბერს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც „ჰამასის“ თავს დაესხა ისრაელს. თავდასხმას მალევე მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.

XS
SM
MD
LG