ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ბრიტანული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ბრიტანულ სამიზნეებს დაარტყამს


ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შემთხვევაში, მოსკოვი ბრიტანულ სამიზნეებს საპასუხო დარტყმებს მიაყენებს.

ზახაროვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა „უკრაინის ტერიტორიაზე და მისი საზღვრების გარეთ“ ბრიტანულ სამიზნეებს დარტყმები მიადგეს.

ის იმეორებდა გაფრთხილებებს, რომელიც მოსკოვმა პირველად ამ თვის დასაწყისში მას შემდეგ გააჟღერა, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ უკრაინას ლონდონის მიერ მიწოდებული იარაღის, რუსეთის შიგნით სამიზნეების საწინააღმდეგოდ გამოყენების უფლება ჰქონდა.

რუსეთს იმ კომენტარზე მრისხანე რეაქცია ჰქონდა და იმის ერთ-ერთ მიზეზადაც დაასახელა, თუ ამ თვეში რატომ გადაწყვიტა ტაქტიკური ბირთვული რაკეტების გაშვების სიმულაციით წვრთნები ჩაეტარებინა.

XS
SM
MD
LG