ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტთან სპეცდანიშნულების ძალებმა აქციის დაშლა დაიწყო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ძალების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებს წყლის ჭავლს. მანამდე იყენებდნენ წიწაკის "სპრეის", სავარაუდოდ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს.

ამ დროისთვის, უცნობია რამ განაპირობა "შინაგან საქმეთა სამინისტროს" მხრიდან აქციის დაშლის გადაწყვეტილება. სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნით ადრე გაისმა. მანამდე, "ინტერპრესნიუსის" თანახმად, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს.

30 აპრილის დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის და ძალის გამოყენების შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე, რომელსაც წიწაკის სპრეი თვალებში შეასხეს. დაშავდა ასევე რამდენიმე ჟურნალისტი. ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების გავრცელებულ კადრებში ჩანს არაერთი დაშავებული ახალგაზრდა.

XS
SM
MD
LG