"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონი მოახდენს სტიგმატიზებას იმ "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის მუშაობს და იმ მედია ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოში მისი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად საქმიანობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია", - ამბობს პატელი.
მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე”, - განაცხადა პატელმა
სახელმწიფოო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება და ასეთი, დიპლომატიური გზებით შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მთავრობისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით "მძიმე შეშფოთებების" გამოხატვას.