ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის თქმით ისრაელის თავდასხმა ირანის საკონსულოზე „აგრესიის აქტია“


დამასკოში, ირანის საელჩოზე თავდასხმის გამო, რუსეთი ისრაელს აკრიტიკებს. ამ დრომდე, არ არის დადასტურებული დგას თუ არა ისრაელის ხელისუფლება თავდასხმის უკან. მოსკოვში ამბობენ, რომ მომხდარი აგრესიის გამოვლინებაა, რის გამოც კრემლი მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს „აბსოლუტურად მიუღებელი“ ქმედებები.

„ასეთი დარტყმები საერათშორისო სამართლის ყველა საფუძვლის დარღვევა და აგრესიის აქტია“,- თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი არ ჩქარობს დასკვნების გამოტანას. მოსკოვმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც სირიაში მომხდარი თავდასხმის გამო ისრაელის ხელისუფლებაა გაკტირიკებული.

„მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას სირიაში ირანის საკონსულო მისიაზე... მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, უარი თქვას პროვოკაციული სამხედრო მოქმედებების პრაქტიკაზე სირიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დამასკოში მომხდარის გამო ისრაელს შურისძიებით ემუქრება ირანიც. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ მომხდარს საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ირანში აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს შვიდი სამხედრო მრჩეველი დაშავდა და სამი სამხედრო მეთაური დაიღუპა.

ინფორმაცია, რომ ირანის საკონსულოზე იერიშები ისრაელის მხრიდან განხორციელდა არ დაუდასტურებია ვაშინგტონს. მომხდარიდან მალევე, სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენცია გაიმართა, თუმცა უწყების პრესსპიკერს არ დაუდასტურებია, რომ ირანის საკონსულოზე იერიშების უკან ისრაელი იდგა. მეთიუ მილერმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება პროცესებს და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ისრაელის ხელისუფლებასთან.

XS
SM
MD
LG