ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი "ალ ჯაზირას" მაუწყებლობას შეუწყვეტს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს თქვა, რომ ქვეყანაში კატარის ტელევიზიის, “ალ ჯაზირას” დასახურად ნაბიჯებს გადადგამს. მან განაცხადა, რომ პარლამენტი კანონის რატიფიცირებას მალე მოახდენს.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებს "ალ ჯაზირას" დახურვის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, ნათქვამია პარტია "ლიკუდის" განცხადებაში. ისრაელი არხს, არაბულენოვან მაყურებლებს შორის, მისი საწინააღდეგო მასალების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანიის მთავარმა ოფისმა ისრაელში და არც კატარის მთავრობამ, დაუყოვნებლივ არ უპასუხეს კომენტარის თხოვნას “როიტერის” მიერ, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა. იქამდე, "ალ ჯაზირა" ისრაელს მისი ოფისებისა და პერსონალის სამიზნეში სისტემატიურად ამოღებაში ადანაშაულებდა.

ისრაელის ოფიციალური პირები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამენ "ალ ჯაზირას" გაშუქების გამო, თუმცა ტელეკომპანიის წინააღმდეგ ზომები არ მიუღიათ. ერთ-ერთი მიზეზი, კატარის მიერ ღაზის სექტორში სამშენებლო პროექტების დაფინასებაა.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა, 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში ომი დაიწყო, დოჰა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს შუამავლობს.

თუმცა, მეორე შემოთავაზებული ზავის მიღწევის პროცესი, როგორც ჩანს, წინ არ მიდის. იანვარში ნეთანიაჰუმ საჯაროდ მოუწოდა კატარს ზეწოლა მოეხდინათ "ჰამასზე". კატარი მასპინძლობს ჯგუფის პოლიტიკურ ოფისს და "ჰამასის" რამდენიმე მაღალჩინოსანს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, "ალ ჯაზირას" წინააღმდეგ მუქარა ამ ზეწოლის ნაწილი იყოს, ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, ავი ჰიმანმა, პირდაპირ არ უპასუხა. თუმცა, მან დელეკომპანია აღწერა, როგორც "მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში პროპაგანდის მხარდამჭერი".

კანონპროექტმა, ქნესეთში პირველი მოსმენით მხარდაჭერა თებერვალში მიიღო.

"ჰამასის" წნააღმდეგ ისრაელის მიერ გამოცხადებული ომის შედეგად, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, 63 ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმისას, "ჰამასმა", რომელიც აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი მოკლა და 253 მძევალი აიყვანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG