რუსეთმა პარასკევს განაცხადა, რომ დიდ სახელმწიფოებს ჩრდილოეთ კორეასთან ახალი მიდგომა სჭირდებათ. მოსკოვი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, აზიაში სამხედრო დაძაბულობის გაძლიერებასა და განმარტოებული სახელმწიფოს „დახრჩობის“ მცდელობაში ადანაშაულებს.
რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს ექსპერტთა პანელის ყოველწლიურ განახლებას. ექსპერთა ეს ჯგუფი, გაეროს მიერ, ჩრდილოეთ კორეისთვის ხანგრძლივი სანქციების აღსრულებას აკონტროლებს. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები, ქვეყნის ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გამო დაწესდა.
მოსკოვის ნაბიჯი, რომელიც დარტყმას აყენებს გაეროს სანქციების აღსრულებას, მიმომხილველებისთვის ხაზს უსვამს სარგებელს, რომელიც კიმ ჩენ ინმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უკრაინის ომის ფონზე დაახლოებით მოიპოვა.
„ჩვენთვის აშკარაა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ვეღარ გამოიყენებს ძველ შაბლონებს კორეის ნახევარკუნძულის პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
”შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათი ინტერესი არ სცილდება ჩრდილოეთ კორეის ყველა შესაძლო საშუალებით დახრჩობის ამოცანას და საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა, საერთოდ არ არის დღის წესრიგში,” - თქვა მან.
რუსეთის ვეტო განიხილება, როგორც მთავარი გადამწყვეტი ნაბიჯი, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმში.
ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 21-ე საუკუნეში ჩაატარა ბირთვული იარაღის გამოცდები. გაეროს მონაცემებით ეს - 2006, 2009, 2013, ორჯერ 2016 და 2017 წლებში მოხდა.