ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის საარჩევნო კამპანიას $25 მილიონი შეემატა


ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ბილ კლინტონმა მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიისთვის დამატებითი თანხები მოიზიდეს. ნიუ-იორკში, „რედიო სითი ჰოლში" გამართულ ფონდების მოზიდვის ღონისძიებაზე, საერთო ჯამში 25 მილიონი ამერიკული დოლარი შეგროვდა. შეგროვებული თანხა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდება.

„რედიო სითი ჰოლში“ გამართულ შეხვედრაზე ბილეთების ფასი 250 დოლარიდან იწყებოდა და მაქსიმალური ფასი 500 000 დოლარი იყო. ღონისძიებას 5 000 ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ვირტუალურად დასწრების მსურველებს მინიმალური შემოწირულობა უნდა გაეკეთებინათ, რაც 25 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ბაიდენის საარჩევნო ჯგუფმა ამ დროისათვის 53 მილიონი ამერიკული დოლარის მოგროვება შეძლო თებერვალში, ხოლო ერისადმი მიმართვის შემდეგ 7 მარტს, მხოლოდ 24 საათში 10 მილიონი ამერიკული დოლარი.

81 წლის ბაიდენის საპრეზიდენტო საქმიანობას დადებითად ამერიკის მოსახლეობის 40 პროცენტი აფასებს, ნათქვამია კვლევაში რომელიც სააგენტო „როიტერის“ დაკვეთით „იპსოსი“ აქვეყნებს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ წინასწარ კვლევებში ამ ეტაპზე, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, 77 წლის დონალდ ტრამპი ლიდერობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG