შეერთებული შტატების ელჩმა ლინ ტრეისიმ რუსეთის ციხეში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მოინახულა. საელჩოს განცხადებით, რუსულ ციხეში გატარებული თითქმის ერთი წლის შემდეგ, ის ჯერ კიდევ კარგად იმყოფება.
„შემდეგ კვირაში შესრულდება ერთი წელი, მას შემდეგ რაც რუსულმა ხელისუფლებამ ის უკანონოდ დააკავა. ევანი ძლიერი და გამძლეა, მაგრამ ტრაგედიაა, რომ ის ელოდება სასამართლოს დანაშაულზე, რომელიც არ ჩუდენია“, - ამ სახის განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომ რუსულ ენაზე, თავის „ტელეგრამის“ არხზე.
„უოლ-სტრიტ ჯორნალის“ რუსეთის კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს დააპატიმრეს და ბრალად ჯაშუშობა დასდეს. ის, მისი დამსაქმებელი და შეერთებული შტატების მთავრობა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მტკიცედ უარყოფენ. სახელმწიფო დეპარტამენტმაც გერშკოვიჩი სამართალდარღვევით დაკავებულად გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო გერშკოვიჩის აპელაცია მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ. თუ მას ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნობენ, 32 წლის გერშკოვიჩს 20 წლამდე ციხე დაემუქრება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე მიანიშნა, რომ მოსკოვი მზად იქნებოდა გერშკოვიჩი, გერმანიაში დაპატიმრებული რუსი მკვლელის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.