გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ფრანგ და პოლონელ კოლეგებს პაარასკევს ბერლინში მასპინძლობს. ისინი ევროპული ერთიაანობის და უკრიანის მხარდაჭრის გაძლირებაზე იმსჯელებენ.
გასულ თვეში პარიზში ნაჩქარევად ორგანიზებულმა შეხვედრამ დასავლელი ლიდერები აიძულა ბევრი განმარტება გაეკეთებინათ. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარის გაგზავნა.
ამ განცხადებას გერმანელი ლიდერი მალევე გაემიჯნა და განსხვავებული პოზიციები კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. ამავე დროს, ამერიკის კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტი კვლავ შეყოვნებულია. დიპლომატები ამბობენ, რომ ეს ვითარება მხოლოდ აძლიერებს და ამხნევებს ვლადიმირ პუტინს.
"საფრანგეთსა და გერმანიას შორის სიმშვიდის დრო მოვიდა", - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა გარკვეულ დაძაბულობას შეამსუბუქებს და უკრაინის დახმარებას გააძლიერებს. ბერლინში კანცლერ შოლცთან მაკრონის შეხვედრის შემდეგ, იქ პოლონეთის პრემიერიც ჩადის.
საფრანგეთსა და გერმანიას შორის აზრთა სხვადასხვაობა სიახლე არაა, თუმცა ამჯერად ამან უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მეტი შეშფოთება გამოიწვია. ორივე ქვეყნის ლიდერი განსხვავებულ სტრატეგიულ გზავნილებს ავრცელებს. მაკრონი უფრო აქტიური და შემტევი პოლიტიკის მხარდამჭერად გამოიყურება, როცა შოლცი "მშვიდობაზე" საუბრობს იმისთვის, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.
მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი "როიტერთან" საუბარში ამბობს, რომ "არააკოორდინირებულმა მოქმედებამ და გადაუწყვეტლობამ" კიევის მოკავშირეებს შორის "შესაძლოა უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს". პოდოლიაკის აზრით, ეს ვლადიმირ პუტინის აგრესიას მხოლოდ აძლიერებს და ამხნევებს იმ დროს, როცა ბრძოლის ველზე უკრაინელებს საომარი შესაძლებლობების - საარტილერიო ჭურვების, რაკეტების, ტექნიკის და არაერთი რესურსის - ნაკლებობა აქვთ.