ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ თუ ნატოს ჯარისკაცები უკრაინაში იბრძოლებენ, მაშინ კონფლიქტი ალიანსთან, გარდაუვალია


კრემლმა სამშაბათს გააფრთხილება გაავრცელა და თქვა რომ კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს სამხედრო ალიანსს შორის გარდაუვალი იქნება, თუ ნატოს ევროპელი წევრები ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნიან.

უკრაინის ომმა, უმძიმესი კრიზისი გამოიწვია დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებში 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. ეს არაა ნატოსთვის კრმელიდან წამოსული პირველი გაფრთხილება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აქამდეც საუბრობდა ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების საშიშროების შესახებ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს დაუშვა ევროპული ქვეყნების მიერ ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე კონსენსუსი არ არსებობს.

„ნატოს ქვეყნებიდან უკრაინაში გარკვეული კონტიგენტების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტია“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა რისკებს ქმნის ნატოს წევრების მიერ ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა, პესკოვმა თქვა:

„ამ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება საუბარი არა ალბათობაზე, არამედ [პირდაპირი კონფლიქტის] გარდაუვალობაზე“, - თქვა მან.

პესკოვმა თქვა, რომ დასავლეთმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, არის თუ არა ასეთი სცენარი მათი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებში.

XS
SM
MD
LG