ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩასული რუსი იმიგრანტების ნაწილი ქვეყანას ტოვებს


მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლების" სტატიის მიხედვით.

რუსეთის ათობით ათას მოქალაქეთაგან, რომლებიც კრემლის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ჩავიდა, ბევრი ამბობს, რომ იქ მათ სრულად კომფორტული საცხოვრებელი გარემო ვერ დახვდათ.

მათი ნაწილი დისტანციურად მუშაობდა, ნაწილი ადგილობრვ გარემოსთან შეჩვევას ცდილობდა. ზოგიერთი მათგანი ნელი ინტერნეტის, ზოგი კი მაღალი ფასების გამო წუხდა. თუმცა ყვველაზე მეტად, როგორც ჩანს, ქართველების მხრიდან უკრაინაში ომის გამო კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების ტვირთი აწუხებდათ. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ინგლისური რედაქციის ჟურნალისტს რუსეთის ორი მოქალაქე ეკატერინა და ალექსანდრი ესაუბრნენ. მათ გავრების კონფიდენციალურად დატოვება ითხოვეს. ეკატერინა ამბობს, რომ ესმის ქართველების, რომლებიც უკრაინასთან სოლიდარობას გრძნობენ, თუმცა "არავის სურს ყოველდღე იმის მტკიცება, რომ კარგი რუსია".

რუსეთის არაერთი მოქალაქის საქართველოში შედინებამ, სადაც რუსეთი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს, უკრაინასთან საკუთარი თავის ასოცირებას ახდენენ, დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსების ნაწილი აქტიურად გამოხატავდა საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციებს.

ეკატერინა ამბობს, რომ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა მისი მეუღლის მშობლები საქართველოში ჩამოვიდნენ და მოგზაურობით ზოგადი აღტაცების პარალელურად, ტაქსიში ბანერი დახვდათ. წარწერაზე ინგლისურად ეწერა: "რუსებო, წადით სახლში".

ეკატერინას ოჯახი სერბეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ამბობს, რომ იქ მათ ნაკლებად მტრულად ექცევიან, ვიდრე საქართველოში. სერბეთში ახლა რუსეთის ბევრი ის მოქალაქეა, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდენ. ეკატერინა ამბობს, რომ იქ საზოგადოებაში ინტეგრირება უფრო უადვილდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო ბოლო 6 თვის განმავლობაში 30 000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ თუკი თავიდან ბევრი თბილისს მარტივი შესაძლებლობების, ხელმისაწვდომ ქალაქად ხედავდა, ახლა მათ ქვეყანა უკვე დატოვეს, ან ცხოვრების სხვა ქვეყანაში გაგრძელებას გეგმავენ.

მოქალაქეებმა რუსეთის დატოვება 2022 წლის თებერვლიდან აქტიურად დაიწყეს. ზოგი ომს ეწინააღმდეგებოდა, ზოგს მიაჩნდა, რომ სამთავრობო წნეხი ან საერთაშორისო სანქციების პირობებში ცხოვრება მათთვის შეუძლებელი იქნებოდა. იმიგრაციის მეორე ტალღა კი 2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას მოჰყვა. ორივე შემთხვევაში, საქართველო რუსებისთვის ერთ-ერთი წამყვანი დანიშნულების ადგილი იყო. მათ არც ვიზა სჭირდებოდათ, და არც პირდაპირი მგზავრობა. ხშირად პირდაპირ კვეთდნენ სახმელეთო საზღვარს და ეს შედარებით იაფიც უჯდებოდათ, ვიდრე - სხვა ქვეყნებში წასვლა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები მოწმობს, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოში რუსეთის 110 000 მოქალაქე გადავიდა საცხოვრებლად.

ამ სტატისტიკაში ქვეყანაში შესვლა და გასვლაა დაფიქსირებული. ყველაზე სასურველი დანიშნულების ადგილი, ტრადიციულად, თბილისი და ბათუმი იყო. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ფასები მომსახურების სექტორშიც - განსაკუთრებით კი უძრავი ქონების გაქირავების კუთხით. ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ იმ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაწილი სწორედ რუსების ჩამოსვლას და ამის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან რუსეთის 6 000-ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მესამე კვარტალში ეს რიცხვი 14 000-მდე გაიზარდა, მეოთხე კვარტალში კი ქვეყნიდან გასულთა რიცხვი რუსეთის მოქალაქეებს შორიდ დაახლოებით 11 ათასი იყო.

XS
SM
MD
LG