ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი არაბულ ქვეყნებს სტუმრობს და კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე საუბრობს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში გაემგზავრა და ის ორშაბათს ადგილობრივ ოფიციალურ პირებს ხვდება. იქიდან ის ისრაელში გაემგზავრება. ბლინკენი ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათი დაცვის საჭიროებისა და კონფლიქტის რეგიონში ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების საჭიროებაზე საუბრობს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროების ლიდერ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდთან საუბრისას ბლინკენმა "ხაზი გაუსვა კონფლიქტის მეტი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობას და ამერიკის ერთგულებას მდგრადი რეგიონული მშვიდობისადმი, ისევე, როგორც ისრაელის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს იდეის დაწინაურებისკენ".

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00

საუდის არაბეთში ბლინკენს შეხვედრა აქვს დაგეგმილი ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან.

კვირას, იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან და ყატარის ამირ შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან ამერიკის პირველმა დიპლომატმა ისაუბრა, რომ ისრაელმა "ჰამასთან" ომში სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის მაქსიმალურად შემცირება უნდა სცადოს და ღაზაში პალესტინელებს უფრო და უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოთ. თუმცა ბლინკენი იქვე განმარტავს, რომ ამერიკა განაგრძობს ისრაელის მხარდაჭერას იმაში, რომ ის უარყოფს არაბული სამყაროს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

"ჰამასის" წევრები ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხნენ თავს, მათ 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მეტწილად მშვიდობიანი მოსახლეობა, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. მათი ნაწილი კვლავ მძევლად რჩება. ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სექტორის ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს 22 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG