ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა აფეთქებებში ეჭვმიტანილები დააკავა


ირანის მთავრობა აცხადებს, რომ ირანში, ყასიმ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილები დააკავეს.

აფეთქება რამდენიმე დღის წინ, ირანელი გენერლის, ყასიმ სოლეიმანის საფლავთან მოხდა, როდესაც ირანელები მისი მკვლელობის სამი წლისთავის გამო იყვნენ შეკრებილები. აფეთქების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა. სოლეიმანი 2020 წელს ამერიკელებმა დრონით მოკლეს. საპასუხოდ, ირანმა ამერიკის ორ სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში. 2020 წელს განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაძაბა და გაართულა ურთიერთობები ირანსა და ამერიკას შორის.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც აფეთქებების შედეგად მოკლულების დასაფლავება ჩანს, მოსახლეობა შურისძიებას მოითხოვს. ეს თავდასხმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანისთვის ყველაზე სისხლიანია.

დაკავებულების შესახებ, სახელმწიფო ტელევიზიასთან ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდიმ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა აღმოაჩინეს კონკრეტული მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო ჩართული აფეთქებებში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ მირაჰმადიმ თქვა, რომ "5 პროვინციის 5 ქალაქში, რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც ინციდენტს მხარს უჭერდნენ, ან მასში იყვნენ ჩართული".

"ისლამურმა სახელმწიფომ" ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მათი დაჯგუფების ორი წევრია პასუხისმგებელი სოლეიმანის საფლავთან მომხდარ მკვლელობაზე.

XS
SM
MD
LG