ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ინდოეთთან სამხედრო შეიარაღების თანაწარმოების დაწყება სურს


კრემლის განცხადებით, რუსეთმა და ინდოეთმა "ხელშესახებ პროგრესს" მიაღწიეს სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი წარმოების გეგმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს მოსკოვში ინდოელ კოლეგა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და ევრაზიის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მოსკოვი პატივს სცემს ინდოეთის სურვილს სამხედრო ტექნიკის მომწოდებლების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს ნიუ-დელის სურვილს ინდოეთისთვის საჭირო საქონლის წარმოების თაობაზე.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯაიშანკარს ოთხშაბათ საღამოს შეხვდება.

ჯაიშანკარის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პუტინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მომავალ წელს შეხვდებიან. მისივე ინფორმაციით, ლავროვთან შეხვედრაზე მათ უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებზე, ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG