ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ახალ საემიგრაციო პროგრამას გამოაცხადებს


მომავალ კვირას ბაიდენის ადმინისტრაცია გამოაცხადებს ახალი საემიგრაციო პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ ე.წ. სპონსორს საშუალებას მიეცემა აირჩიოს თუ ვინ დაასპონსოროს და ჩამოიყვანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში (ერთ ადამიანს თუ ჯგუფს). ეს კი პროგრამის Welcome Corps-ის აზრით, დაყოფილ ოჯახებს გააერთიანებს და უფრო მეტ ადამიანს მისცემს საემიგრაციო განსახლების პრაქტიკაში მონაწილეობის საშუალებას.

პროგრამაში მონაწილე "სპონსორი" ამერიკის მოქალაქე ან მწვანე ბარათის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ. რომლებიც კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად გააფორმებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ასევე წარმატებით უნდა ჩააბარონ ისტორიის გამოცდა. ამავე პროგრამის ოფიციალურმა პირებმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” განუცხადეს, რომ პროგრამის მონაწილეებს შორის ელოდებიან რელიგიური და ვეტერანთა ჯგუფების, ემიგრაციის, ლგბტქ წარმომადგენლებს.

აქამდე ლტოლვილების უმრავლესობას, რომელიც ამერიკაში შემოდიოდა გაეროს ან შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებდა.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ხელახლა იყრის კენჭს, კანონიერი ემიგრაციის მსურველებისთვის სხვადასხვა პროგრამა წარადგინა და დაიწყო. 2024 საბიუჯეტო წლის განმავლობაში კი მისი ადმინისტრაცია ამერიკაში 125 000 ლტოლვილის მიღებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG