ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინი კიევში ვიზიტით უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებს


აშშ- ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს კიევში ჩავიდა წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით და შეერთებული შტატების მკაფიო თანადგომა დააფიქსირა უკრაინის მიმართ. ამფონზე ამერიკის დახმარების გაგრძელების შესახებ კითხვები კვლავ რჩება.

კიევში ოსტინი პირველად ჩავიდა 2022 წლის აპრილის შემდეგ. ვიზიტი უკვე შეაფასა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც შეერთებული შტაების მხარდაჭერის ურყევი გამოხატულება.

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით ამერიკის კონგრესში კანონმდებლებს შორის დიდია აზრთა სხვადასხვაობა. ეს კი იმ ფონზე როცა აშშ-ში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მიუხედავად იმისა რომ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები ერთდროულად უკრაინის და ისრაელის დახმარებას შესაძლებლად თვლიან, ბევრი კანონმდებელი ისრაელისთვის დახმარებას უფრო პრიორიტეტულად თვლის.

XS
SM
MD
LG