ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალივანი: ისრაელი პასუხისმგებელია ღაზაში უდანაშაულოთა სიცოცხლე დაიცვას


ჯეიკ სალივანი
ჯეიკ სალივანი

აშშ აცხადებს, რომ ისრაელი პასუხისმგებელია ღაზაში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე დაიცვას. ეს განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააკეთა ღაზაში სამოქალაქო პირთა მზარდი სიკვდილიანობით გამოწვეული შეშფოთების ფონზე.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ამასობაში კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული, რათა მან კარგად აუხსნას გლობალურ საზოგადოებას, რომ ისრაელის მხარდაჭერა არ გულისხმობს უპირობოფ ყველაფრის მხარდაჭერას, რასაც მისი მოკავშირე ისრაელი აკეთებს ღაზის გაღატაკებულ ანკლავში 7 ოქტომბერს, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმების საპასუხოდ.

რიგ სატელევიზიო ინტერვიუებში კვირას აშშის ცენტრალურ არხებთან სალივანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აშშ მკაფიოა და კიდევ ერთხელ გაიმეორებს ამ პოზიციას ისრაელის პრემიერმინისტრთან კვირას საუბრისას. სალივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის პასუხისმგებლობაა ისრაელის კონტროლირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ექსტრემისტი ებრაელი მოსახლეების ძალადობა მოთოკოს მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.

აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს “ ჰამასს”.

XS
SM
MD
LG