ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: ღაზის დაბომბვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს


რუსეთის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და რეგიონს კატასტროფის რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც შესაძლოა ათწლეულები გაგრძელდეს.

ეს განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტასთან” გააკეთა. განცხადებები შაბათს გამოქვეყნდა.

რუსეთმა გუშინ დაადასტურა “ ჰამასის” დელეგაციის ვიზიტი რუსეთში ამ დღეებში, თქვა რა, რომ კონფლიქტის ყველა მხარესთან კონტაქტი აუცილებელია. “ჰამასმა” თავის მხრივ დაადასტურა, რომ რუსეთის თხოვნით, 8 მძევლის გათავისუფლებაზე მუშაობს.

ლავროვის თქმით შეუძლებელია “ჰამასის” სრულად განადგურება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე. ჰამასის კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის მესვეურები იუწყებიან, რომ ამ წუთისთვის ღაზაში 7326 ადამიანია გარდაცვლილი ისრაელის საჰაეროიერიშებში. ისრაელის საჰაერო ოპერაცია მოჰყვა “ ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ მკვლელობებს. ამ თავდასხმებისას 1400 ისრაელელი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. 200-ზე მეტი ისრაელელი მძევლად ღაზაში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG