ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყატარი და თურქეთი: ღაზაში ისრაელის სახმელეთო შეჭრა მძევლების გათავისუფლებას გაართულებს


ყატარის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების გასათავისუფლებლად საჭირო მოლაპარაკებები გრძელდება და იმედოვნებს, რომ მალე ამ კუთხით "გარღვევა" მოხდება.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მჭირდოდ დასახლებულ სექტორში ისრაელის სახმელეთო ძალების შესვლა მძევლების გათავისუფლებას „გაართულებს.“

„გარკვეული პროგრესი და გარღვევა მიღწეულია, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი“, - თქვა შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ ყატარის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყატარს ღია დიალოგი აქვს ისრაელთან და გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰამასთან“, რის შედეგადაც, დაჯგუფების მიერ დატყვევებული ოთხი მძევლის გათავისუფლება მოხერხდა.

„ცხადია, ღაზაში სახმელეთო შეჭრა გაართულებს მძევლების უსაფრთხოების დაცვას და ორივე მხარესთან შუამავლობის მცდელობისას, კონფლიქტის ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დეესკალაციას მოვუწოდებთ“, - თქვა მაჯედ ალ ანსარიმ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

ასევე დოჰაში სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თქვა, რომ ღაზის მიმართულებით ისრაელის სახმელეთო ოპერაცია იქ შეტაკებებს ხოცვა-ჟლეტად გადააქცევს.

გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა და მეტწილად სამოქალაქო პირები, 1400-ზე მეტი ადამიანი დახოცა. დაჯგუფების წევრები სამხრეთ ისრაელში, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ ავტომაგისტრალებზე, კულტურულ ღონისძიებებზე, საკუთარ სახლებში, თავშესაფრებში. "ჰამასის" მებრძოლები მოქალაქეებს ხოცავდნენ, მათზე ძალადობდნენ, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს. ღაზაში წაყვანილი 200-ზე მეტი მძევლის ასაკი 9 თვიდან, 85 წლამდეა. 1997 წლიდან, დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

"შვილებს დედების თვალწინ კლავდნენ" - რა მოხდა ისრაელში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00

7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია და საჰაერო იერიშები დაიწყო. სექტორის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, 7 ოქტომბრის შემდეგ, სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, 6 546 პალეტინელი დაიღუპა, მათ შორის - 2 704 ბავშვი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG