ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის არმიის თქმით, ღამით, 17 რუსული დრონი ჩამოაგდეს


უკრაინის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს 17 დრონი, რომლითაც რუსეთმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა 22 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა მიკოლაევის, ზაპორიჟიის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების მიმართულებით.

დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა თქვა, რომ რეგიონის თავზე ჩამოგდებული სამი დრონიდან ერთ-ერთის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობები, მანქანები და გამოიწვია ცეცხლი.

ლისაკმა თქვა, რომ რუსეთმა იერიში საარტილერიო ცეცხლითაც მიიტანა რეგიონზე, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ხუთშაბათს დილით ჩამოაგდო რამდენიმე უკრაინული დრონი, დასავლეთ რუსეთის ბრიანსკის რეგიონში.

რუსეთმა ასევე თქვა, რომ მოიგერია თავდასხმა ხუთშაბათს შავ ზღვაში საპატრულო გემზე და რუსულმა ძალებმა ხუთი უპილოტო ნავი გაანადგურეს.

რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც უკრაინულმა რაკეტამ ყირიმში სტრატეგიულ გემთმშენებლობის ქარხანას დაარტყა, რის შედეგადაც რუსეთს თქმით, 24 ადამიანი დაიჭრა და ორი გემი დაზიანდა, რომლებიც რემონტს გადიოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG