ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანელები, დღეს თეთღი სახლის აპარატის უფროსს, ჯეფ ზიენტს შეხვდებიან. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი თემა ლტოლვილთა განსახლებისა და სპონსორობის პროგრამები იქნება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნებიან „ალფაბეტის“, „ფაიზერის“, „ვოლმარტის“, „ეიჩ-პის“ და სხვა ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები. ისინი არიან ლიდერთა საბჭოს ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია Welcome.US-თან, ჯგუფთან, რომელიც შეერთებულ შტატებში ლტოლვილების დახმარებას ისახავს მიზნად.
ისინი შეხვდებიან ზიენტს და თეთრი სახლის სხვა ოფიციალურ პირებს „განიხილავენ კონკრეტულ გზებს, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული გზების მხარდასაჭერად, მათ შორის ლტოლვილთა განსახლებისა და ახალი, გაფართოებული ჰუმანიტარული სპონსორობის პროგრამების მეშვეობით“- განუცხადა „როიტერს“ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ნიუ-იორკის გუბერნატორი ქეთი ჰოჩული გასულ თვეში შეხვდა ზიენტს და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს, რათა განეხილათ ნიუ-იორკში მიგრანტების შედინება, რამაც შტატის რესურსები დაძაბა.