ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა ყირიმში რუსეთის საზღვაო ფლოტზე იერიში მიიტანა


ყირიმში, სევასტოპოლის პორტის გემთმშენებელი ნაწილიდან კვამლი ამოდის. უკრაინა. 13 სექტემბერი, 2023 წ.
ყირიმში, სევასტოპოლის პორტის გემთმშენებელი ნაწილიდან კვამლი ამოდის. უკრაინა. 13 სექტემბერი, 2023 წ.

უკრაინა აცხადებს, რომ დღეს, 13 სექტემბერს, კიევმა იერიში მიიტანა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის საზღვაო ფლოტის ობიექტებზე და მის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინაში ფიქრობენ, რომ ეს მიმდინარე ომში რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე ყველაზე დიდი თავდასხმა იყო.

"ვადასტურებთ, რომ დარტყმა მიიღო დიდმა სადესანტო ხომალდმა და წყალქვეშა ნავმა. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს საიერიშო საშუალებებზე" - განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს". მან ზარალის მასშტაბის დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ყირიმი, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერაა მიტაცებული. სევასტოპოლზე ამ დილით მომხდარი თავდასხმა მოსკოვმაც დაადასტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს გამთენიისას, უკრაინა თავს დაესხა შავი ზღვის პორტის გემთსაშენ ნაწილს. თავდასხმა 10 საკრუისო რაკეტით და სამი უპილოტო ჩქაროსნული ნავით მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ორი გემი, რომლებსაც პორტში არემონტებდნენ. კრემლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათ ათიდან შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს, მოიერიშე ნავები კი რუსეთის საპატრულო გემმა გაანადგურა.

უკრაინის იერიში ხაზს უსვამს კიევის მზარდ სარაკეტო შესაძლებლობებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას შორი რადიუსის რაკეტებით და თვითმფრინავებით. „ეს ნამდვილად არის ყველაზე დიდი თავდასხმა სევასტოპოლზე ომის დაწყების შემდეგ“, თქვა უკრაინის საზღვაო ძალების გადამდგარმა კაპიტანმა, ანდრეი რიჟენკომ სააგენტო "როიტერთან" საუბარში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG