აშშ-ის 13 საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდამჭერი უწყება, მწვავე ეროვნულ პოლარიზაციაზე საუბრობს და ქვეყნაში ძირითადი პრინციპების, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და რწმენის მრავალფეროვნების პატივისცემის მოწოდებით გამოდის.
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკები ამგვარი საჯარო განცხადების გასაკეთებლად პირველად გაერთიანდნენ. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელებს დიდი ინტერესი აქვთ, მთელს მსოფლიოში, დემოკრატიული მოძრაობებისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად, რადგან „თავისუფალი საზოგადოებები სხვაგან, ხელს უწყობს ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას აქ, სახლში.”
საპრეზიდენტო ცენტრების, ფონდებისა და ინსტიტუტების ერთობლივი გზავნილი ხაზს უსვამს თანაგრძნობის, ტოლერანტობისა და პლურალიზმის აუცილებლობას. მოუწოდებს ამერიკელებს, პატივი სცენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დაიცვან უსაფრთხო და ხელმისაწვდომი არჩევნები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დებატები და უთანხმოება“ არის ცენტრალური დემოკრატიისთვის, მაგრამ ასევე მიუთითებს დიალოგის გამწვავებაზე საჯარო ასპარეზზე იმ ეპოქაში, როდესაც ოფიციალური პირები და მათი ოჯახები სიკვდილის მუქარებს იღებენ.
ორპარტიულ განცხადებას ხელს აწერს ჰუვერის საპრეზიდენტო ფონდი, რუზველტის ინსტიტუტი, ტრუმენის ბიბლიოთეკის ინსტიტუტი, ჯონ კენედის ბიბლიოთეკის ფონდი, ლინდონ ჯონსონის ფონდი, რიჩარდ ნიქსონის ფონდი, ჯერალდ რ. ფორდის საპრეზიდენტო ფონდი, კარტერის ცენტრი, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდი და ინსტიტუტი, ჯორჯ და ბარბარა ბუშის ფონდი, კლინტონის ფონდი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი და ობამას საპრეზიდენტო ცენტრი. ყველა ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებს, რომლებიც შეიქმნა 1955 წლის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის კანონით, ეიზენჰაუერის ფონდთან ერთად.