ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა გამომძიებლებმა პრიგოჟინის თვითმფრინავის პილოტის დაღუპვა დაადასტურეს


რუსმა გამომძიებლებმა ოჯახის წევრებს დაუდასტურეს პილოტის გარდაცვალება, რომელიც იმ თვითმფრინავს მართავდა, რომლის ბორტზეც სხვა მგზავრებთან ერთად, დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა და კატასტროფა განიცადა. წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გამოძიებას ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს გენეტიკური ანალიზი.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი, რომლის მგზავრების სიაში ევგენი პრიგოჟინიც იყო, 23 აგვისტოს, მოსკოვის ჩრდილოეთით ტვერის რეგიონში ჩამოვარდა.

პრიგოჟინთან ერთად, სიაში კიდევ ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი, მათ შორის, პილოტი ალექსეი ლევშინი იყო.

„როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, პილოტის ნათესავებს, გენეტიკური ტესტი პარასკევს უნდა ჩაუტარდეთ. მისივე ცნობით, გამომძიებლებს პილოტის ოჯახთან ბორტზე მყოფი სხვა ადამიანების შესახებ არ უსაუბრიათ.

XS
SM
MD
LG