როდის დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი?
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც 17 წელია შენდება, ჯერ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ 2021, 2022, 2023 წლებში. ექსპერტების შეფასებით, დაუსრულებელი და დროში გადავადებული დიდი საგზაო პროექტები, გზებზე რთული ვითარების გარდა, ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებას იწვევს.