ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ყირიმში უკრაინული დრონების იერიში მოიგერია


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ყირიმში სამშაბათს უკრაინული თავდასხმები მოიგერიეს და მათი დრონების ჩამოგდება მოახერხეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ქერჩის სრუტეზე, რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე ორი აფეთქება მოხდა, რომლის გამოც მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია.

თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისმა საჰაერო ძალებმა 17 დრონი გაანადგურა, 11 კი საჰაერო თავდაცვის ელექტრონული სისტემებთ დააფიქსირა. "ამ ტერორისტულმა თავდასხმამ ვერ გამოიწვია ვერანაირი ზიანი ან მსხვერპლი", - ამბობენ სამინისტროში.

ყირიმის ხიდზე განხორციელებული თავდასხმის პასუხად, კრემლმა საჰაერო იერიშების გაძლიერების პირობა დადო, გასულ ღამით არაერთი უკრაინული ქალაქი დაიბომბა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინული საზღვაო დრონებით განხორციელდა და მას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG