ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. კონგრესის ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ქართველ და ამერიკელ სამხედროებს და დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.