ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა მოხდა


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც რუსეთის ნავთობის უმსხვილესი საექსპორტო ტერმინალებიდან 65-80 კილომეტრში მდებარეობს, დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა.

მსოფლიო უკრაინის მხრიდან კონტრიერიშის მოლოდინშია. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ნავთობსადენებზე, მოსკოვსა და კრემლზეც კი, გაძლიერდა.

გუბერნატორ ვენიმიან კონდრატიევის განცხადებით, რუსეთის კრასნოდარის ოლქში მდებარე აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა 01:00 საათზე მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით ჩააქრეს.

აფიფსკის გადამამუშავებელი ქარხანა, შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკის აღმოსავლეთით 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ნოვოროსიისკის პორტი, რუსეთის ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარიბჭედ მიიჩნევა. ქარხანას, ყოველწლიურად, დაახლოებით 6 მილიონი ტონა (44 მილიონი ბარელი) ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

ნოვოროსიისკის, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალთან ერთად, ბაზარზე გლობალური ნავთობის დაახლოებით 1,5% შეაქვს.

დრონით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანზე, რომელიც ნოვოროსიისკის აღმოსავლეთით, დაახლოებით 65 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „RIA”-მ გაავრცელა.

არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმების უკან. თუმცა, გასულ კვირებში და ამ კვირაშიც, მოსკოვში დრონებით განხორციელებულ თავდასხმებში, კრემლმა კიევი დაადანაშაულა. კიევი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდართან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

XS
SM
MD
LG