ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მისცა ხმა


30 მარტს, თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთამდე მსგავსი გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმა მიიღო. ერდოღანის მთავრობა უკანასკნელი იყო ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომლის პარლამენტსაც ფინეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მხარი არ დაუჭერია.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, მარტში განაცხადა, რომ ფინეთს თურქეთის თანხმობა ჰქონდა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის სანაცვლოდ, მან პირობა მიიღო, რომ ფინეთი არ შეიფარებს იმ ჯგუფებს, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მოიხსენიებს.

ფინეთმა და შევედეთმა ნატოში გაწევრიანება გასულ წელს ითხოვეს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თუმცა, პროცესს წლის განმავლობაში თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანდეს, ქვეყანას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

მაშინ, როდესაც ფინეთის მთავრობას ყველა ქვეყნის თანხმობა აქვს, შევედეთს თურქეთთან არსებული პრობლემების გამო, ჯერჯერობით მოცდა უწევს.

XS
SM
MD
LG