ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიურმა ავიაგამანადგურებლებმა პოლონეთის სიახლოვეს სამი რუსული თვითმფრინავი აღმოაჩინა


ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰოლანდიურმა F-35-მა რუსული საბრძოლო საჰაერო თვითმფრინავები პოლონეთის სიახლოვეს აღმოაჩინეს და მათ ეს ტერიტორია დაატოვებინეს.

"იმ მომენტისთვის უცნობი საჰაერო ხომალდი, კალინინგრადიდან პოლონეთის, ნატოს ტერიტორიას მიუახლოვდა", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

კალინინგრადი ბალტიის ზღვის სანაპიროზე რუსეთის ტერიტორიული ექსკლავია, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას, პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება.

"იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო სამი რუსული საჰაერო ხომალდი - რუსული IL-20M Coot-A თვითმფრინავი, რომელსაც ახლდა ორი სუ-27. ჰოლანდიურმა F-35-ებმა, დისტანციის დაცვით, კონკრეტული ტერიტორიიდან გააცილა და მისი ესკორტი ნატოს პარტნიორებს გადასცა", - ამბობს სამინისტრო.

IL-20M Coot-A რუსული წარმოების, ილუშინის ტიპის Il-20M საბრძოლო თვითმფრინავებია, სუ-27 კი "სუხოი სუ-28" ტიპის საჰაერო ხომალდები.

XS
SM
MD
LG