ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მაკიივკაში თავდასხმის მიზეზად საკუთარი ჯარისკაცების მიერ მობილურების გამოყენებას ასახელებს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დამატებით ჯარის მობილიზაციას გეგმავს უკრაინაზე განახლებული ძალით შეტევისთვის. კრემლის წინააღმდეგ ბოლო დღეებში აქტიური და შეუფარავი შიდა კრიტიკა ისმის უკრაინის მხრიდან ბოლო თავდასხმების გამო, რომელთა შედეგადაც ასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

კიევი უკვე რამდენიმე კვირაა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთი მასობრივი მობილიზაციის დაწყებას აპირებს, მანამდე კი მთავრობა საზღვრებს ჩაკეტავს იმისთვის, რომ მამაკაცები ქვეყნიდან არ გაიქცნენ.

”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები მოგვაყრიან ყველაფერს, რაც დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეეძლებათ ომის შედეგების შემოსაბრუნლად და სულ ცოტა, საკუთარი დამარცხების გადასავადებლად”, - თქვა ზელენსკიმ სამშაბათს ტრადიციულ ღამის ვიდეო-მიმართვაში და დასძინა: ”ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ამ რუსულ სცენარს. ჩვენ ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს”.

ახალი წლის ღამეს უკრაინის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის მიზეზად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს საკუთარი ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონის გამოყენება დაასახელა. ამ იერიშის შედეგად, მოსკოვის ინფორმაციით, 89 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უკრაინის მხარე კი აცხადებს, რომ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის გადამოწმება დამოუკიდებლად შეუძლებელია.

11-თვიანი ომის განმავლობაში ეს არის რუსეთისთვის ყველაზე მსხვერპლიანი ინციდენტი, რომელიც მოსკოვმა აღიარა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00

თუ რუსეთი ახალ მობილიზაციას გეგმავს, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმის შედეგად განცდილმა დიდმა მსხვერპლმა რუსეთში შეიძლება საბრძოლო მორალი კიდევ უფრო მეტაშეარყიოს. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი მიმომხილველი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა აკრიტიკებს, მათი თქმით, "ნახევრად და არაკომპეტენტურად წარმართულ სამხედრო კამპანიას". ასევე ხშირად ისმის აღშფოთებები ახალი წლის ღამის დანაკარგის გამო მაკიივკაში, რომელიც დონეცკის რეგონში მდებარეობს. თუმცა, ეს კრიტიკა ისმის უმეტესად სამხედრო მეთაურების და არა პუტინის მიმართ, რომელსაც თავდასხმის შესახებ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG