ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის კრიზის-ჯგუფი ჩინეთის კოვიდ სიტუაციაზე იმსჯელებს


ევროკავშირის ჯანდაცვის სფეროს ლიდერები ოთხშაბათს შეიკრიბებიან და ჩინეთში კოვიდ-19-ის ინფიცირების გაზედილი მასშტაბების შესახებ იმსჯელებენ. დეკემბრის ბოლოს ამ თემაზე გამართული შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

29 დეკემბერს გამართულ ონლაინ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბლოკის ჯანდაცვის ინსტიტუტების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იტალია სხვა სახელმწიფოებს მისი მაგალითის მიბაძვისკენ და ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების კოვიდ-19-ზე შეამოწმებისკენ მოუწოდებდა.

პეკინი მიღებული ზომების შემსუბუქებას აგრძელებს და 8 იანვრიდან სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმებასაც გეგმავს.

ლონდონმა ჩინეთიდან ბრიტანეთში ჩასული მგზავრების კოვიდ-19-ზე ტესტირების გადაწყვეტილება 31 დეკემბერს მიიღო. რამდენიმე დღით ადრე, ანალოგიური ნაბიჯი ვაშინგტონმაც გადადგა. 28 დეკემბრით დათარიღებულ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესტირება აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს მოეთხოვება.

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები შემზღუდავი ზომების დაწესების საჭიროებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, შეზღუდვებს მაინც ამსუბუქებს. 4 იანვარს გაერთიანებული პოლიტიკური კრიზის ჯგუფი იმსჯელებს იმის თაობაზე, თუ რა ზომები შეიძლება გახდეს საჭირო.

ევროპის ჯანდაცვის კომისარი სტელა კირიაკიდისი 29 დეკემბერს ევროკავშირის მთავრობებისადგმი მიმართვაში ამბობდა, რომ მათ კოვიდ-19-ის ინფექციების გენეტიკური გამოკვლევები უნდა გააგრძელონ და შეამოქმონ აეროპორტის ნარჩენებიც, მათ შორის წყლის ნარჩენები, იმისთვის, რომ არ გამოეპაროთ ვირუსის შესაძლო ახალი ვარიანტები. კირიაკიდისის თქმით, ბლოკი ძალიან ფხიზლად უნდა იყოს, რადგან სანდო ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები ჩინეთიდან იშვიათია და ევროკავშირის ჯანდაცვის უწყებებმა საკუთარი შესაძლებლობები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG