ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია სანდუ იმედოვნებს, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე გახდება


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ იმედოვნებს, მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ამ ათწლეულში, 2030 წლამდე გახდება.

"ჩემი სურვილები ძალიან ამბიციურია. ვფიქრობ, ჩვენ ევროკავშირის წევრები ამ ათწლეულის დასრულებამდე უნდა გავხდეთ". სანდუ პრო-ევროპელი ლიდერია, რომელიც კორუფციის მოწინააღმდეგეთა პლატფორმას ხელმძღვანელობდა და 2020 წელს მოლდოვის პრეზიდენტი გახდა.

ევროკავშირმა მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი ივნისში, უკრაინასთან ერთად მიანიჭა. ეს ევროპის უღარიბესი ქვეყნის ლიდერისთვის დიდი პოლიტიკურ-დიპლომატიური გამარჯვება იყო. ქვეყანაში კვლავ უამრავი ეკონომიკური პრობლემაა.

ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, რაც უამრავი ადგილობრივი კანონის ბლოკთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვს. მოლდოვის ეკონომიკის ახალი მინისტრი დუმიტრუ ალაიბა ამბობს, რომ ის გრძელვადიან რეფორმებზე მუშაობს, რაც ბიუროკრატიის აღმოფხვრას და ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას გულისხმობს. ეს კი მისი თქმით, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში შესვლას. მინისტრის თქმით, გუნდი ეკონომიკის დერეგულაციისა და საგადასახადო სისტემის მოდერნიზებაზეც მუშაობს, რაც აქამდე ბევრ ინვესტორს აფერხებდა და კორუფციისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა.

XS
SM
MD
LG