ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ლავროვი უკრაინას ემუქრება


რუსული სააგენტო „ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის აცხადებს, რომ კიევმა უწყის უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ მოსკოვის მოთხოვნები და ის ან ამ მოთხოვნებს შეასრულებს, ან საკითხს რუსული ჯარი გადაწყვეტს.

„ჩვენი წინადადება რეჟიმის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის შესახებ, და იქიდან, მათ შორის ჩვენი ახალი მიწებიდან, რუსეთის უსაფრთხოებისთვის მომდინარე საფრთხის გაქრობა, მტრისთვის კარგად არის ცნობილი. მარტივი საქმეა, ეს თქვენთვისვე სასარგებლოდ შეასრულეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული ჯარი გადაწყვეტს”, - ციტირებს სააგენტო ლავროვს.

კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის ღია იყო და მოლაპარაკებების არარსებობაში ბრალი კიევს და მის დასავლელ მხარდამჭერებს დასდო.

საპასუხოდ, კიევმა მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთისთვის ნებისმიერი მიწის დათმობა გამორიცხა და მოითხოვს რუსეთმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვოს. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ თუ მოსკოვს ომის დასრულება სურს, ამის გაკეთება იოლად შეუძლია, მისი ჯარის უკრაინიდან გაყვანით.

XS
SM
MD
LG