უცხოეთიდან მომდინარე საფრთხისა და ადგილობრივი ღალატის რისკების თავიდან აცილების მიზეზით, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს რუსულ საზოგადეობასა და საზღვრებზე თვალთვალის გამკაცრება უბრძანა.
უსაფრთხოების სამსახურის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, პუტინმა თქვა, რომ „ახალი საფრთხეების გაჩენა, დაზვერვის უფრო დიდი აქტივობის საჭიროებას ქმნის".
„სამუშაო უნდა გააქტიურდეს სასაზღვრო სამსახურებისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით“ - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, „საზღვრის დარღვევის ნებისმერი მცდელობა, სწრაფად და ეფექტურად უნდა აღიკვეთოს იმ საშუალებების გამოყენებით, რაც ხელთ გვაქვს, - მათ შორის, მობილური სამოქმედო დანაყოფებისა და სპეცრაზმითთ“.
პუტინმა „ფეესბე“-ს დაავალა, მაქსიმალურად გამოიყენოს „ოპერატიული, ტექნიკური და საკადრო პოტენციალი“, საზოგადოებრივი კონტროლის გამკაცრებისთვის.
„ფეესბე“, საბჭოთა ეპოქის „სუკის“ მთავარი მემკვიდრე, რუსეთში როგორც ფართომასშტაბიანი სათვალთვალო და ცენზურის აპარატი, უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს.უშიშროების სამსახურებმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, უკრაინაში რუსეთის ხელახალ შეჭრაში.