ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბელარუსში


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსში ჩავიდა. მას თან ახლავს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა პუტინის ვიზიტის მიზანი იყოს ბელარუსის უკრაინის ომში ჩართვა. ეს კი უკრაინისთვის ახალ ფრონტის ხაზს გახსნის თავის მეზობელ ბელარუსთან.

რუსეთის ჯარებს ამ დროისთვის უკრაინაში საგრძნობი დანაკარგი აქვთ და უკან იხევენ. ამ ფონზე, პუტინი სულ უფრო მეტად ჩნდება და ერთვება საჯაროდ ომის განხილვებსა და ომთან დაკავშირებულ შეხვედრებში. ბოლოს ის იმ შტაბბინაში იყო მისული, საიდანაც ომის დაგეგმვა ხდება.

ბელარუსში მოლაპარაკებებისთვის ვიზიტი პუტინისთვის პირველია 2019 წლის შემდეგ, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემია, ბელარუსში კი პროდემოკრატიული საპროტესტო ტალღა დაიწყო.

რუსული სამხედრო ძალები ბელარუსს კიევზე განხორციელებული შეტევებისთვის იყენებენ. ორმა ქვეყანამ ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც ჩაატარა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბელარუსი რუსეთის "ნომერ პირველი მოკავშირეა", მაგრამ მოსაზრება, თითქოს მოსკოვი მინსკზე ზეწოლის მოხდენას და ომში, ანუ, რასაც ის უწოდებს, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" ჩართვას აიძულებს, "სისულელეა". მინსკის ომში ჩართვაზე უარს აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც.

უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური, სერჰი ნაიევი კი ამბობს, რომ მისი აზრით, ბელარუსში მიმდინარე შეხვედრა გამიზნული იქნება "უკრაინის წინააღმდეგ მომავალი აგრესიის გაძლიერების, ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის უფრო ფართო ჩართულობის, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი აზრით, მიწაზე ჩართულობისკენ".

XS
SM
MD
LG